Tuesday, March 8, 2011

კიდევ ერთხელ...

დღეს კიდევ ერთ პოსტს დავწერ ოღონდ არა ძველი ჩანაწერებიდან, ამ წუთებში მიღებული გამოცდილებიდან. გამოცდილებას ჰქვია "უფრთხილდი ნათესავებს", შეიძლება ეგოისტურადაც კი ჟღერს, მაგრამ რჩევას მოგცემთ ძალიან ნუ გადაყვებით მათ, თორემ ჩემსავით გულნატკენები დარჩებით. ერთხელ ავტობუსში ერთმა უცნობმა ხანშიშესულმა კაცმა მითხრა, შვილო ნათესავს ფული არასოდეს ასესხო, ჯობია აჩუქო, უკან მაინც არ დაგიბრუნებსო. ეს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობითაც მართალია, მაგრამ მათში უფრო შგნით თუ ჩაიხედებით ჭეშმარიტებას აღმოაჩენთ. მაშ ასე აჩუქეთ ნათესავებს სიყვარული, ოღონდ სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ მათგან იმავეს ნაკლებად მოელოდეთ. ასე ვფიქრობ ახლა და ამ წამს, შეიძლება ვცდებოდე კიდეც, თუმცა ამას ახლა მნიშვენლობა არ აქვს ...

No comments:

Post a Comment